იტალიის ჩემპიონატის მეცხრამეტე ტურის მატჩში "იუვენტუსმა" "ბოლონია" 2:0 დაამარცხა. გოლები ტურინელთა სასარგებლოდ არტურმა და მაკკენიმ გაიტანეს.
ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა უესტონ მაკკენიმ, რომელმაც გოლიც შეაგდო. გთავაზობთ მის სრულ სტატისტიკას:
- 53 შეხება
- 3 საკვანძო პასი
- 2 ზუსტი დარტყმა
- 1 გოლი
ჩატარებული 18 მატჩის შემდეგ "იუვენტუსს" 36 ქულა უგროვდება. გუნდი ლიდერ "მილანს" 7 ქულით ჩამორჩება.