იტალიის ჩემპიონატის მეცხრამეტე ტურის მატჩში "იუვენტუსმა" "ბოლონია" 2:0 დაამარცხა. გოლები ტურინელთა სასარგებლოდ არტურმა და მაკკენიმ გაიტანეს.
დღეს მოედნის ცენტრი ანდრეა პირლომ არტურს და ბენტანკურს ჩააბარა. აღსანიშნავია, რომ მაშინ როდესაც ეს ორი ფეხბურთელი მოედანზეა, "იუვენტუსი" არ აგებს.
ჩატარებული 18 მატჩის შემდეგ "იუვენტუსს" 36 ქულა უგროვდება. გუნდი ლიდერ "მილანს" 7 ქულით ჩამორჩება.