შესნიმ დიდებული მიღწევა დააფიქსირა

შესნიმ დიდებული მიღწევა დააფიქსირა

იტალიის ჩემპიონატის მეცხრამეტე ტურის მატჩში "იუვენტუსმა" "ბოლონია" 2:0 დაამარცხა. გოლები ტურინელთა სასარგებლოდ არტურმა და მაკკენიმ გაიტანეს.

ანდრეა პირლოს გუნდმა კარის მშრალად შენახვა მოახერხა, ვოიცეხ შესნიმ კი დიდებულ ნიშნულს მიაღწია. პოლონელმა მეკარემ ტურინული გუნდის მაისურით უკვე 50-ჯერ შეინახა კარი მშრალად. 

ჩატარებული 18 მატჩის შემდეგ "იუვენტუსს" 36 ქულა უგროვდება. გუნდი ლიდერ "მილანს" 7 ქულით ჩამორჩება.

1 თვის წინ
167 / 0
ავთო გრიგოლაშვილი
loss დანაკლისი
injury

site.travms

კუადრადო - დაბრუნდება მარტის დასაწყისში; ბონუჩი - დაბრუნდება მარტი დასაწისში

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ