სანამ იანვრის სატრანსფერო ფანჯარა ღიაა, "იუვენტუსს" არაერთ ფეხბურთელს უკავშირებენ. როგორც აქამდე იყო ცნობილი, ტურინელებს თავდამსხმელის დამატება სურდათ.
ფორვარდის მოყვანა ანდრეა პირლოს პირად სურვილებში შედიოდა. იტალიელ სპეციალისტს სურდა ალვარო მორატას არყოფნა გუნდს ნაკლებად დატყობოდა ხოლმე და კარგი შემცვლელი ჰყოლოდა.
დეიან კულუსევსკიმ "ბიანკონერის" გეგმები შეცვალა. გუნდის ახალწვეულმა უკვე რამდენჯერმე ითამაშა ფორვარდის პოზიციაზე. რონალდუსთან შეწყვილებულმა შვედმა ცუდი შთაბეჭდილება არ დატოვა, ამიტომ "იუვე" შემტევის დამატებას ზაფხულამდე გადადებს.