სანამ იანვრის სატრანსფერო ფანჯარა ღიაა, გუნდები ტრანსფერებზე მუშაობენ. გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო "იუვენტუსსა" და "მარსელს" შორის შემდგარ გაცვლას ადასტურებს.
ფრანკო ტონგია კარიერას საფრანგეთში გააგრძელებს. 18 წლის შემტევი ნახევარმცველი "იუვეს" ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა.
სანაცვლოდ ტურინელებმა მერლი აკე მიიღეს. 20 წლის შემტევი "მარსელის" პირველ გუნდში 2019 წელს დაწინაურდა ლიგა პირველში და ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის გამოცდილება აქვს.