"იუვენტუსი" მომდევნო მატჩს კოპა იტალიას მეოთხედფინალში გამართავს. ტურინელები "სპალს" საკუთარ მოედანზე მიიღებენ.
გავრცელებული ცნობების თანახმად, ანდრეა პირლო გუნდის ხუთ ლიდერს მისცემს დასვენების საშუალებას. კრიშტიანუ რონალდუ, ლეონარდო ბონუჩი, ჯორჯო კიელინი, დანილო და ხუან კუადრადო აღნიშნულ მატჩს გამოტოვებენ.
აღნიშნული შეხვედრა 27 იანვარს გაიმართება. მატჩი სტარტს 23:45 აიღებს.