პოგბა "იუვენტუსში" – სულშერის მკაცრი რეაქცია!

პოგბა "იუვენტუსში" – სულშერის მკაცრი რეაქცია!

ფრანგი სუპერვარსკვლავი პოლ პოგბა "მანჩესტერ იუნაიტედში" ყოფნით არც ისე ბედნიერია და მას აქტიურად უკავშირებენ "იუვენტუსს". 

26 წლის ნახევარმცველი ნისლიან ალბიონზე სწორედ იტალიური გიგანტის დატოვების შემდეგ აღმოჩნდა. "წითელმა ეშმაკებმა" ერთ დროს მათი აკადემიის წევრში, რომელიც მაშინ უფასოდ დათმეს, 105 მილიონი ევრო გადაიხადეს.

ფეხბურთელის აგენტმა მინო რაიოლამ რამდენი დღის წინ მიანიშნა, რომ პოგბას სახლი იტალიაა და თავს ის ყველაზე უკეთ სწორედ იტალიაში გრძნობს.

ეს ყველაფერი, ცხადია, "ემიუს" მწვრთნელის ყურამდეც მივიდა და ოლე გუნარ სულშერს ეს ამბავი დიდად არ ესიამოვნა.

"პოგბა "იუნაიტედს" ეკუთვნის და არა მის აგენტს. მე პოლს ვესაუბრე და დარწმუნებული ვარ, ლაზარეთიდან დაბრუნების შემდეგ ის კვლავ ჩვენთვის ითამაშებს. მას სურს, რომ თავის გუნდს დაეხმაროს." – განაცხადა სულშერმა.

პოლ პოგბამ "იუვეს" მაისურით, ყველა ტურნირზე, 178 მატჩი ჩაატარა და 14068 წუთში თავი 34 გოლს და 40 საგოლე გადაცემას მოუყარა.

ინგლისურ მხარესთან ფრანგ ფეხბურთელს კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს. 

11 თვის წინ
896 / 0
loss დანაკლისი
injury

site.travms

დიბალა - დაბრუნდება თებერვალში. კუადრადო - დაბრუნდება თებერვალში. ალექს სანდრო - დაბრუნდება თებერვალში. დე ლიხტი - დაბრუნდება თებერვალში.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ