როგორც იცით, გასულ ზაფხულს "იუვენტუსმა" და "ბარსელონამ" არტურ მელო და მირალემ პიანიჩ გაცვალეს.
ბრაზილიელმა ფეხბურთელმა წინა შეხვედრაში შეძლო სადებიუტო გოლის გაფორმება.
იგი შეხვედრების 44%-ს ძირითად შემადგენლობაში იწყებს. მართალია, პირლოსგან სრული ნდობა არ აქვს მიღებული, მაგრამ მნიშვნელოვან შეხვედრებში მოედანზე დიდ დროს ატარებს.
იმის მიზეზი, რომ იგი ხშირად არ არის მოედანზე ანდრეას ექსპერიმენტებითაა გამოწვეული. იტალიელი სპეციალისტი ყველანაირ წყვილს ცდის მოედნის ცენტრში.
რაც შეეხება პიანიჩს, მან ფეხი ვერაფრით მოიკიდა კლუბში. არც ერთ გოლი, არც ერთი საგოლე გადაცემა და შეხვედრების მხოლოდ 40%-ში იღებს მონაწილეობას.
კუმანი პირლოსავით ბევრ ცდებს არ ატარებს, ამიტომაც ბოსნიელი ფეხბურთელის უნდობლობა იმის ბრალია, რომ უბრალოდ ფეხი ვერ მოიკიდა კლუბში.
და ბოლოს, გაამართლეს თუ არა მათ ახალ კლუბებში? არტურზე ამის თქმა ჯერ კიდევ ადრეა. რაც შეეხება პიანიჩს, სეზონის პირველ ნახევარში მან გამართლება ნამდვილად ვერ მოახერხა.