"იუვენტუსი" მომდევნო მატჩს კოპა იტალიას მეოთხედფინალში გამართავს. ტურინელები "სპალს" საკუთარ მოედანზე მიიღებენ.
"La Repubblica"-ს ინფორმაციით, ანდრეა პირლო კრიშტიანუ რონალდუს განაცხადს მიღმა დატოვებს. პორტუგალიელ ვარსკვლავს სრული დასვენების საშუალება ექნება.
მიუხედავად ამისა, გადაწყვეტილება სარისკოც შეიძლება გამოდგეს. თუ გუნდს გაუჭირდება და სუპერ შემტევის დამატება დაჭირდება, რონალდუ ხელმისაწვდომი არ იქნება.
აღნიშნული შეხვედრა 27 იანვარს გაიმართება. მატჩი სტარტს 23:45 აიღებს.