ჯანლუიჯი ბუფონი "იუვენტუსის" და იტალიის ეროვნული ნაკრების ნამდვილი ლეგენდაა, იგი ასევე მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედაც მიიჩნევა.
42 წლის მეკარე ტურინული გრანდის ღირსებას 2001 წლიდან იცავს და მას შემდეგ კარიერის ერთადერთი სეზონი აქვს სხვა კლუბში გატარებული, როდესაც "პსჟ"-ში იმოგზაურა.
როგორც ცნობილი ხდება, ბუფონი "იუვენტუსთან" ურთიერთობას კვლავ გააგრძელებს. "Corriere Torino"-ს ინფორმაციით, ვეტერანი მეკარე კონტრაქტს ერთი წლით გაახანგრძლივებს.