ავტორიტეტული იტალიური გამოცემა "Calciomercato"-ს ცნობით, "ჩელსის" ნახევარმცველმა ჰაკიმ ზიეჩმა სერია ა-ს გრანდების ყურადღება მიიპყრო - 27 წლის მაროკოელისთვის "მილანი" და "იუვენტუსი" იბრძვიან.
გავრცელებული ინფორმაციით, ზემოთნახსენებ კლუბებს ზიეჩის შეძენის შესაძლებლობა ბოლო დროს უფრო რეალურად ესახებათ, რადგან ფეხბურთელი "არისტოკრატთა" დამრიგებლად ტომას ტუხელის დანიშვნის შემდეგ როტაციიდან ამოვარდა.
ზიეჩი "ჩელსიში" 2020 წლის ზაფხულში "აიაქსიდან" გადავიდა. ლონდონური გუნდის რიგებში ამსტერდამელთა ექს-ლიდერმა ყველა ტურნირზე ერთად 19 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.