"იუვენტუსის" ყოფილი ფეხბურთელი ციხეში აღმოჩნდა. ლუიჯი სარტორი 106 ნერგი მარიხუანას კულტივაციისთვის დააპატიმრეს.
ყოფილი განაპირა მცველის სახლში, რომელიც "ინტერის" და "რომას" ღირსებასაც იცავდა, დაახლოებით 2 კილოგრამი ნარკოტიკი აღმოაჩინეს.
ფეხბურთელი მარიხუანას საკუთარ სახლში ზრდიდა. სარტორი უეფას თასის სამგზის ტრიუმფატორია. იგი "იუვენტუსის" ღირსებას 1992-1994 წლებში იცავდა.