logo

ჟოაო ფელიქსი "იუვეში" გადმოდიოდა, რამ (ვინ) ჩაშალა ტრანსფერი

ჟოაო ფელიქსი "იუვეში" გადმოდიოდა, რამ (ვინ) ჩაშალა ტრანსფერი

2018/19 წლების სეზონში ნაჩვენებში შესანიშნავი თამაშის შემდეგ ევროპული გრანდების ყურადღება ჟოაო ფელიქსმა მიიპყრო. ცნობილია, რომ მისით "იუვენტუც" ინტერესდებოდა, მაგრამ საბოლოოდ კლუბმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო.

calciomercato-ს ინფორმაციით, თებერვალში "ბენფიკას" პრეზიდენტი, ლუის ფილიპე ვიეირა და ფეხბურთელის აგენტი, ჟორჟ მენდეში იმ ტოპ კლუბების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებიც ჟოაოთი იყვნენ დაინტერესებული. მათი პრიორიტეტი "იუვენტუსთან" შეხვედრა იყო და პირველად სწორედ ტურინული გრანდის სპორტუ დირექტორს, ფაბიო პარატიჩს შეხვდნენ. თუმცა, "იუვემ" გადაწყვიტა, რონალდუში გადახდილი 100 მილიონის შემდეგ მეტი ყურადღება დაცვისთვის მიექციათ და ძვირადღირებული თავდამსხმელი არ შეეძინათ.

ამის შემდეგ კლუბმა სწორედ მატიას დე ლიხტი გაიფორმა.


6 თვის წინ
680 / 0
იაკობ ქირია
reclam
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით განახლებულ juve.ge-ს

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 55
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დემირალი (დაბრუნდება აგვისტოში); ალექს სანდრო (დაბრუნდება ივლისში)

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ