logo

"იუვენტუსმა" პოგბას ალტერნატივას ბუნდესლიგაში მიაგნო

"იუვენტუსმა" პოგბას ალტერნატივას ბუნდესლიგაში მიაგნო

ბოლო დროის ერთ-ერთი აქტუალური თემაა, რომ "იუვენტუსი" აქტიურად მუშაობს, რათა უკან დაიბრუნოს პოლ პოგბა. 

პოლი "მანჩესტერ იუნაიტედში" არც ისე ბედნიერია. ცოტა ხნის წინ ფრანგი ნახევარმცველის აგენტმა მინო რაიოლამ აღნიშნა, რომ იგი თავს ყველაზე უკეთ იტალიაში გრძნობა.

ეს სიტყვები დიდად არ მოეწონა "ემიუს" დამრიგებელს. ოლე გუნარ სულშერმა განაცხადა, რომ პოგბა გუნდის საკუთრებაა და არა აგენტის.

ამ ყველაფრის ფონზე, "Tuttosport"-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლ პოგბას შემცვლელს იტალიურმა გიგანტმა გერმანიის ბუნდესლიგაში მიაგნო.

საუბარია "ბაიერნის" ტიაგო ალკანტარაზე. იგი პოგბას ყველაზე პრიორიტეტულ ალტერნატივად ითვლება. 28 წლის ესპანელს მიუნჰენურ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს. მან მიმდინარე სეზონში 27 მატჩი ჩაატარა. 




1 თვის წინ
736 / 0
ავთანდილი
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით განახლებულ juve.ge-ს

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 114
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დემირალი (დაბრუნდება აგვისტოში); იგუაინი(დაბრუნდება მარტში); დუგლას კოშტა (დაბრუნდება მარტში) პიანიჩი (დაბრუნდება მარტში)

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ