
შესაძლოა ამ კონკრეტულ ფაქტზე ყურადღება არ მიგიქცევიათ, მაგრამ მსგავსი შემთხვევები ხშირად ხდება ხოლმე "იუვენტუსის" რიგებში. გამონაკლისი არც "პორტუსთან" გამართული უკანასკნელი შეხვედრა იყო.
ამ შემთხვევაში ალექს სანდრომ გაურკვეველი მიზეზის გამო კრიშტიანუ რონალდუ პირდაპირი გაგებით დაბლოკა.
ერთი შეხედვით ამ ფოტოში "იუვესთვის" ყველაფერი კარგად იმართება. კრიშტიანუ რონალდუ სახიფათო შეტევის მოსამზადებლად ბურთს ეუფლება და რამდენიმე მეტოქე ჩამოტოვებული ჰყავს.
მომდევნო ფოტოში კი კარგად ხედავთ, თუ როგორ ხვდება მას ალექს სანდრო, თითქოს და დამზღვევის როლში, მაგრამ ყველაფერი ასე კარგად არ არის.
როგორც აქ ხედავთ, იმის მაგივრად, რომ ალექს სანდროს სიცრცე გაეთავისუფლებინა, ბრაზილიელმა თანაგუნდელს გზა ჩაუკეტა და საერთოდ დაბლოკა, რამაც საბოლოოდ დიდი არეულობა გამოიწვია.
ამას მოჰყვა ისიც, რომ ამ მომენტში ბურთიც დაიკარგა, მაშინ, როდესაც დამატებითი მომენტი უნდა შექმნილიყო.
კეიშტიანუ რონალდუ გაბრაზდა, გაღიზიანდა, ყვირილი დაიწყო, ყველაფერმა ამან კი იმედგამაცრუებელ მომენტამდე, წაგებამდე მიიყვანა კლუბი.