"იუვენტუსმა" საშინელი შედეგი დააფიქსირა

"იუვენტუსმა" საშინელი შედეგი დააფიქსირა

წუხელ "იუვენტუსი" "ვერონას" ესტუმრა და ქულას დასჯერდა. მატჩი 1-1 მორჩა, ტურინელთა ერთადერთი გოლი კი კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა.

აღნიშნულის შედეგად, "ბიანკონერის" 23 ტურის შემდეგ იტალიის ჩემპიონატში 46 ქულა უგროვდება. ანდრეა პირლოს გუნდმა 13 შეხვედრა მოიგო, 7 საყაიმო ანგარიშით დაასრულა და სამჯერ დამარცხდა. გუნდი მესამე ადგილს იკავებს და ლიდერ "ინტერს" 7 ქულით ჩამორჩება.

2011/12 წლების სეზონის შემდეგ, ეს ყველაზე ცუდი შედეგია. ამაზე დაბალი ქულა 23 ტურის შემდეგ "იუვეს" სწორედ იმ სეზონის შემდეგ არ ჰქონია. მაშინ იტალიური გიგანტი მაინც პირველ ადგილზე გავიდა 84 ქულით და სეზონი დაუმარცხებლად გაწურა.

1 თვის წინ
141 / 1
ავთო გრიგოლაშვილი
user
Baqar89 axla pirveloba ukve seria ashi gvianaa
loss დანაკლისი
injury

site.travms

კუადრადო - დაბრუნდება მარტის დასაწყისში; ბონუჩი - დაბრუნდება მარტი დასაწისში

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ