
ყოფილმა იტალიელმა თავდამსმელმა ანტონიო კასანომ კრიშტიანუ რონალდუს "იუვენტუსში" ტრანსფერი გააკტირიკა.
"ბიანკონერიმ" რონალდუ ჩემპიონთა ლიგაზე ტრიუმფის მისაღწევად შეიძინა. დიახ, მიზეზი მხოლოდ ეს იყო, მათ ხომ სკუდეტოს მოგება მის გარეშეც ძეეძლოთ და შეუძლიათ.
"რას მიაღწიეს მისი დამატების შედეგ? ვერც ვერაფერს. ამიტომაც ეს ტრანსფერი მარცხი აღმოჩნდა. ის "იუვეს" ფილოსოფიისთვის იმდენად მოურგებელია, რომ ახლა კლუბი სკუდეტოსთვისაც ძლივს იბრძვის მასთან ერთადაც კი.
"პირლოს ფილოსოფიაში აქტიური პრესინგი შედის, კრიშტიანუ, ცივსისხლიანი გოლების მანქანა, რომლის უძლიერესი მხარე თავით თამაშია, ამ საქმეში დიდ მონაწილეობას არ იღებს (პრესინგში)", - განაცხადა კასანომ.
იტალიელმა თავდამსხმელმა კარიერა 4 წლის წინ, 34 წლის ასაკში დაასრულა.