თამაში დღეს, თამაში ხვალ – "იუვენტინოებმა" ვერ დაისვენეს

თამაში დღეს, თამაში ხვალ – "იუვენტინოებმა" ვერ დაისვენეს

27 თებერვალს "იუვენტუსი" სტუმრად "ვერონას" დაუპირისპირდა. გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს და ქულები გაიყვეს. ტურინელთა ერთადერთი გოლი კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა.

მომრავლებული ტრავმიანობის და საკადრო პრობლემების გამო ანდრეა პირლომ განაცხადში 23 წლამდელთა გუნდის არაერთი ფეხბურთელი შეიყვანა. 

ჰამზა რაფია, კაპელინი და მარკესი მთელი მატჩის განმავლობაში სათადარიგოთა სკამზე დარჩნენ და თამაშის საშუალება არ მიეცათ. მიუხედავად ამისა, თუნდაც სკამზე ჯდომა საკმაოდ დამღლელია და ემოციურად გამომფიტველი, მით უფრო, როცა გუნდი ვერ იგებს.

მიუხედავად ამისა, აღნიშნულმა სამმა მოთამაშემ დღეს ძირითადში ითამაშეს "იუვენტუსის" ახალგაზრდულ გუნდში, რაც საკმოდ დასაფასებელი ნაბიჯია. 

1 თვის წინ
284 / 1
ავთო გრიგოლაშვილი
user
Baqar89 unda mieeces dro axalgazrdebs
loss დანაკლისი
injury

site.travms

კუადრადო - დაბრუნდება მარტის დასაწყისში; ბონუჩი - დაბრუნდება მარტი დასაწისში

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ