"სპეციას" მწვრთნელი: "დარწმუნებული ვარ, პირლო ამას შეძლებს"

"სპეციას" მწვრთნელი: "დარწმუნებული ვარ, პირლო ამას შეძლებს"

"იუვენტუსთან" გასამართი მატჩის წინ "სპეციას" მთავარმა მწვრთნელმა ვინჩეცო იტალიანომ ანდრეა პირლოს შესახებ ისაუბრა.

"ანდრეამ კარგად იცის სირთულეების არსი, რადგან არაერთ მათგანს წასწყდომია კარიერაში. იცოდა, რომ ეს მოხდებოდა, მაგრამ როდესაც "იუვე" გეძახის, სხვა შანსი არ გაქვს.

"პორტუსთან" მარცხი და "ინტერთან"  10 ქულიანი ჩამორჩენა? დარწმუნებული ვარ პირლო ყველაფერს შეძლებს, რასაც მიზნად დაისახავს. იგი 20 წელი ფეხბურთის ეპიცენტრში იმყოფებოდა და მისი საქმე ძალიან კარგად იცის.

"ახლა მისი მოვალეობაა, ყოფილი მწვრთნელების იდეები გაიხსენოს ისე, როგორც მე ვაკეთებ. დიახ, როდესაც რაიმე პრობლემაა, ვცდილობ იმაზე ვიფიქრო, თუ რას გააკეთებდა ჩემი ყოფილი მწვრთნელი ამ დროს", - განაცხადა იტალიანომ.

1 თვის წინ
227 / 3
იაკობ ქირია
user
Baqar89 ee ukve agvianebs
user
ქირია jr Baqar89 ნამდვილად, ნამდვილად
user
Baqar89 Baqar89 imedia mainc male daalagebs megobaro
loss დანაკლისი
injury

site.travms

კუადრადო - დაბრუნდება მარტის დასაწყისში; ბონუჩი - დაბრუნდება მარტი დასაწისში

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ