პირლო: "მისნაირი ფეხბურთელი გუნდში არ მყავს, ის ყველაზე კარგია"

პირლო: "მისნაირი ფეხბურთელი გუნდში არ მყავს, ის ყველაზე კარგია"

"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ 3 მარტს "სპეციასთან" გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ოპტიმისტურად ისაუბრა.

"სპეცია" ამტკიცებს, რომ სერია ა-ში უნდა ითამაშონ. ისინი დიდ გუნდებთანაც კარგ შედეგებს დებენ, რაც საქმეს გაგვირთულებს.

"მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება ჩვენთვის, როგორც სკუდეტოსთვის მებრძლთათვის. პირველივე წუთიდან კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ. წინა შეხვედრიდან შეცდომები უნდა გავაანალიზოთ და გამოვასწოროთ. სწორედ ეს არის ის, რასაც ყოველ ვარჯიშზე ვაკეთებთ.

"კიეზა? კრიშტიანუს გვერდით შეტევაში თამაში მისთვის კომფორტული არ არის. მისნაირი ფეხბურთელი გუნდში არ მყავს. ის ყველაზე კარგია, რადგან თავის პოზიციაზე იდეალურად თამაშობს და მის გამოყენებას კვლავ ინტენსიურად გავაგრძელებ. მორატა? ვნახოთ, შეძლებს თუ არა სათადარიგოზე მაინც ყოფნას.

"ფაჯოლის პრობლემა ჰქონდა, იმედია, მატჩისთვის უკეთ იქნება. მაკკინი კარგად გამოიყურება, მაგრამ ცოტა დასვენება არ აწყენდა. გადაუდებელ სიტუაციაში ვართ და მისი დახმარება ძალიან გვჭირდება.

"არტური? არავითარი სიახლე, იმედი გვაქვს, მალე გამოჯანმრთელდება.ვმდგომარეობა ცხრილში? არ გვაინტერესებს ჩვენს მაღლა ვინ არის და არც დაკარგულ ქულებს მივტირით. ეს არაფერს შეცვლის. მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს თავზე უნდა ვკონცენტრირდეთ.

"წინ ბევრი შეხვედრაა, დაკარგულ ქულებს ვეღარ ავინაზღაურებთ, მაგრამ შანსი გვაქვს, კვლავ არ დავკარგოთ. რა თქმა უნდა, თავიდან წაუგებლად გვსურდა მოგება, მაგრამ იცი, რომ როდესაც ასეთ რთულ საქმეს ეჭიდები, ქულების დაკარგვა საკმაოდ რეალურია და ამაში გასაკვირი არაფერია.

"ახლა მხოლოდ ერთი რამ გვაინტერესებს, მომავალი, რომელიც ამჟამად "სპეციაა". სკუდეტოს მოგებაზე აღარ ვიფიქრებდი, თუ გუნდიც ფარხმალს დაყრიდა, მაგრამ ეს ასე არ არის. ვიცი, რომ მათ ამის ჩემზე მეტად სჯერათ. თავგამოდებით ვარჯიშობენ, რათა გამარჯვება სწყურიათ, რაც თავს კომფორტულად მაგრძნობინებს", - განაცხადა პირლომ.

 

1 თვის წინ
597 / 1
ქირია jr
user
Baqar89 ooo pirlo pirlo
loss დანაკლისი
injury

site.travms

კუადრადო - დაბრუნდება მარტის დასაწყისში; ბონუჩი - დაბრუნდება მარტი დასაწისში

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ