
"იუვენტუსი" იტალიური ფეხბურთის და ევროპის დონის გიგანტია, რომელსაც ზურგს დიდი და ლამაზი ისტორია უმაგრებს. ტურინელები დღემდე ინარჩუნებენ დიად სახელს და წარმატებულად განაგრძობენ ასპარეზობას.
"ბიანკონერი" თავდაპირველად ვარდისფერი მაისურით გამოდიოდა, მერე გული ატკინეს და შავი შეუყვარდა. წარმოდგენაც არ ღირს, რა ერქმეოდა ზებრა დელ პიეროს მულტფილმიდან "მადაგასკარი", თუ გუნდი თავის ფერებს არ შეცვლიდა. ხუმრობა იქეთ იყოს და საბოლოოდ, "იუვემ" ტრადიციული ფერებად შავი და თეთრი აირჩია, რაც ინგლისური კლუბისგან, "ნოთს ქაუნთისგან" მოიპარა.
კოვიდ 19-ს რომ გასული საუკუნის 30-იან წლებში ეფეთქა, "იუვენტუსში" არც სოციალური დისტანციის დაცვა გაუჭირდებოდათ და დიდ შეკრებებსაც მარტივად მოარიდებდნენ თავს. საქმე იმაშია, რომ 1931/32 წლების სეზონში "იუვემ" მხოლოდ 15 ფეხბურთელი გამოიყენა. დღეს ეს საკმაოდ რთული ჩანს.
1910-იან წლებზე თვალი დავხუჭოთ... სხვა მხრივ, "იუვენტუსმა" დაარსებიდან დღემდე, უკლებრივ ყველა ათწლეულში მოახერხა მინიმუმ ერთი ტიტულის მოგება, რაც ფენომენალური შედეგია.