logo

მოგესალმებით განახლებულ JUVE.GE-ზე

მოგესალმებით განახლებულ JUVE.GE-ზე

ჩვენი საიტის ერთგულო მეგობრებო. juve.ge-ზე რამდენიმე კვირის განმავლობაში ინტენსიური ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობდა. შეიცვალა საიტის ძრავი, განახლდა დიზაინი და დღეს ფუნქციონალი უკვე სრულად შეესაბამება მომხმარებლების ინტერესს. 

საიტი კომპანია "ბლიცის" დაქვემდებარებაში გადავიდა, რომელიც ახალ, უნიკალურ პლატფორმას გვთავაზობს. "ბლიცი" ამ ეტაპზე საქართველოში ევროპული გუნდების რამდენიმე ფანკლუბს აერთიანებს და სამომავლოდ მრავალი ინოვაციის დაგეგმას აპირებს.

ვებ-გვერდის დიზაინი აბსოლუტურადაა ადაპტირებული ყველა მოწყობილობასთან, ყველა ზომის ეკრანთან, საიდანაც შეიძლება მომხმარებელი შემოვიდეს, გაეცნოს სიახლეებს და ჩაერთოს დისკუსიაში. გამარტივდა რეგისტრაციისა და კომენტარის დაწერის ფუნქციაც, რაც ვებ-გვერდს გაცილებით უფრო ინტერაქციულს გახდის.

სამწუხაროდ, საჭირო გახდა ძველი ბაზის წაშლა, შესაბამისად წაიშალა აქამდე დარეგისტრირებული ყველა მომხმარებლის ანგარიში. სწორედ ამიტომ თავიდან მოგიწევთ რეგისტრაციის გავლა. აღნიშნული დისკომფორტისთვის ადმინისტრაცია დიდ ბოდიშს გიხდით. ავტორიზაციის გავლა შეგიძლიათ უკვე ფეისბუქის საშუალებითაც.

წინა წლებში თქვენი არც თუ ისე დიდი აქტიურობის მიუხედავად, ვიმედოვნებთ, რომ განახლებულ და ბევრად მოსახერხებელ დიზაინზე უფრო მეტი ადამიანი დარეგისტრირდება, იაქტიურებს და შექმნის იმგვარ გარემოს, როგორიც ჩვენს ტიტულოვან კლუბს შეეფერება.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში საიტი სატესტო რეჟიმში იმუშავებს. ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ვებ-გვერდზე მითითებული საკონტაქტო არხების საშუალებით.

პატივისცემით, საიტის ადმინისტრაცია!

forza juve!


9 თვის წინ
890 / 0
იაკობ ქირია
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით პირლოს მთავარ მწვრთნელად დანიშვნას?

დადებითად
უარყოფითად
არაფერი შეიცვლება
სულ პასუხები: 33
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

პაულო დიბალა - დაბრუნდება სექტემბრის ბოლოს; დე ლიხტი - დაბრუნდება ნოემბერში.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ

-