logo

"იუვენტუსის" ყოფილ ფორვარდს 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

"იუვენტუსის" ყოფილ ფორვარდს 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ტურინის "იუვენტუსის" ყოფილ ფორვარდ ფაბრიციო მიკოლის იტალიის სასამართლომ 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. "La Gazzetta dello Sport"-ის ცნობით, 38 წლის ფაბრიციოს გამოძალვა დაუმტკიცდა, რასაც ადგილი ჰქონდა 2010 წელს.

სასამართლომ დაადგინა, რომ მიკოლიმ ვალის (12 ათასი ევრო) დასაბრუნებლად მაფიოზურ დაჯგუფებას მიმართა, რომელმაც, თავის მხრივ, ამისთვის სასტიკი მეთოდები გამოიყენა.


"იუვენტუსის" ყოფილ ფორვარდს 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს


ცნობისთვის, მიკოლიმ კარიერა 2015 წელს, მალტის "ბირკირკარში" დაასრულა, მანამდე ის "ფიორენტინაში", "ტერნანაში", "პერუჯაში", "ბენფიკაში", "პალერმოში", "ლეჩეში" და "იუვენტუსში" თამაშობდა.

კარიერის საუკეთესო პერიოდი "პალერმოში" ჰქონდა, სადაც 2007-13 წლებში 165 მატჩი ჩაატარა და 74 გოლი გაიტანა. სულ კი 530 შეხვედრაში 191-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი.

გაცილებით მოკრძალებულია მისი მონაგარი იტალიის ნაკრებში (2003-04), სადაც 10 მატჩში მხოლოდ 2 გოლი ჩაიწერა აქტივში.


2 თვის წინ
325 / 0
იაკობ ქირია
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით განახლებულ juve.ge-ს

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 117
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დემირალი (დაბრუნდება აგვისტოში); იგუაინი(დაბრუნდება მარტში); დუგლას კოშტა (დაბრუნდება მარტში) პიანიჩი (დაბრუნდება მარტში)

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ