"ასე უნდა გავაგრძელოთ" - დანილო ლუისი

"ასე უნდა გავაგრძელოთ" - დანილო ლუისი

დანილოს კომენტარი "ნაპოლისთან" მატჩის შემდეგ

"ჩვენ ვიცოდით, თუ რამდენად მნიშვნელოვანი მატჩი იყო ეს მთელი გუნდისთვის. შეხვედრა ძალიან რთული გამოდგა, მაგრამ იუვენტუსმა გუნდური თამაში აჩვენა და დამსახურებულად გაიმარჯვა.

ასე უნდა გავაგრძელოთ, კარგი ფეხბურთი ვითამაშოთ და თითოეულ მომენტში ბოლომდე ვიბრძოლოთ.

სამწუხაროდ მიმდინარე სეზონში სტაბილურად თამაში გვიჭირს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ ასეთ დროს უნდა ავიღოთ მეტი პასუხისმგებლობა უფრო გამოცდილმა ფეხბურთელებმა და გუნდს დამატებითი მუხტი შევმატოთ.

ქულების დაკარგვით შედარებით პატარა გუნდებთან ყველაზე იმედგაცრუებულები ჩვენ ვართ, რადგან შეგვეძლო, ტიტულისთვის ბოლომდე გვებრძოლა, მაგრამ ახლა ცხადია, რომ გუნდის მთავარი ამოცანა ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა," -განაცხადა ბრაზილელმა.

1 კვირის წინ
152 / 1
მესხი
user
Baqar89 აბა რა უნდა ქნათ
loss დანაკლისი
injury

site.travms

კუადრადო - დაბრუნდება მარტის დასაწყისში; ბონუჩი - დაბრუნდება მარტი დასაწისში

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ