რატომ დასვა პირლომ შესნი სკამზე

რატომ დასვა პირლომ შესნი სკამზე

წუხელ "იუვენტუსმა" ტურის ცენტრალური მატჩის მოგება მოახერხა. ტურინელებმა "ნაპოლის" 2-1 სძლიეს. 

ვოიცეხ შესნი რამდენიმე წელია "ბიანკონერის" პირველ მეკარედ მოიაზრება, ჯანლუიჯი ბუფონი კი სათამაშო დროის დეფიციტს უჩივის. 

წუხელ ანდრეა პირლომ კარი სწორედ ვეტერან იტალიელს ჩააბარა. მოგვიანებით კი ჟურნალისტებს საკუთარი გადაწყვეტილება განუმარტა. 

"ვოიცეხს ამის შესახებ ვესაუბრე. მან ბევრი ითამაშა, დაიღალა და  დასვენება ჭირდებოდა ახალი ენერგიით ასავსებად. ის ისევ პირველი ნომერია." – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა. 

1 კვირის წინ
365 / 1
ავთო გრიგოლაშვილი
user
Baqar89 ლოგიკურია ესეც
loss დანაკლისი
injury

site.travms

კუადრადო - დაბრუნდება მარტის დასაწყისში; ბონუჩი - დაბრუნდება მარტი დასაწისში

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ