"იუვენტუსის" ორი ფეხბურთელი სიგარეტს ეწევა

"იუვენტუსის" ორი ფეხბურთელი სიგარეტს ეწევა

დღესდღეობით ფეხბურთელები საკუთარ ფიზიკურ კონდიციებზე ბევრ მუშაობენ, რათა ყოველთვის საჭირო ფორმაში იყვნენ. მიუხედავად ამისა, ზოგიერთ მათგანს აქვს ისეთი მავნე ჩვევა, როგორიც სიგარეტის მოწევაა. 

ყოფილა შემთხვევები, როდესაც მოთამაშეები ამაში გამოუჭერიათ. ზოგიერთმა მათგანმა კი თავად გაწყვიტა ამაზე ღიად საუბარი. ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე დეკადის საუკეთესო ფეხბურთელებიც კი დაკავებულან ამით, მათ შორის მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე, ჯანლუიჯი ბუფონიც. 

"Daily Mail"-მა მსოფლიოს 19 ყველაზე ცნობილი მწეველი ფეხბურთელი დაასახელა. სიაში "იუვენტუსის" 2 მოქმედი მოთამაშე მოხვდა. 

"იუვეს" ლეგენდარული იტალიელი მეკარის ხანგრძლივი კარიერა სიგარეტის მოწევას არ შეუჩერებია. იგი 43 წლისაა და კვლავ ახერხებს თამაშს. მწეველთა შორისაა ტურინელთა სხვა მეკარე - ვოიცეხ შესნი. პოლონელი "არსენალში" ყოფნის დროს არსენ ვენგერმა 200 ათასი ფუნტით დააჯარიმა გასახდელში მოწევის გამო და როგორც თავად აცხადებს, იტალიაში გადმოსვლის შემდეგ, ეს აღარ გაუკეთებია. 

4 კვირის წინ
601 / 1
user
Baqar89 ეს ყველაფერი ცუდია
loss დანაკლისი
injury

site.travms

დემირალი - დაბრუნდება მაისის ბოლოს

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ