ანდრეა პირლოს პრესკონფერენცია "პარმასთან" მატჩის წინ

ანდრეა პირლოს პრესკონფერენცია "პარმასთან" მატჩის წინ

ხვალ იტალიის ჩემპიონატის მატჩები გაიმართება. ალიანს სთედიუმზე "იუვენტუსი" "პარმას" უმასპინძლებს და მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვებას შეეცდება. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი დაპირისპირება ტურინელებმა "ატალანტასთან" წააგეს და ახლა ოთხეულში მოხვედრა უფრო რთულია. მიუხედავად ამისა, სანერვიულო არაფერია, "იუვე" ჩემპიონთა ლიგაზე მაინც არ ითამაშებს...

ანდრეა პირლო მატჩამდე ერთი დღით ადრე პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა ჟურნალისტებთან ერთად არაერთი საინტერესო საკითხი მიმოიხილა. გთავაზობთ საკვანძო ეპიზოდებს პირლოს საუბრიდან:

"შაბათს ბევრი ენერგია დავხარჯეთ და კვლავ აღდგენის პროცესში ვართ. გუნდი ამ მხრივ კარგად გამოიყურება. გარკვეული როტაციები უკვე მოფიქრებული მაქვს, თუმცა მეტი ცვლილება მინდა."

"სუპერ ლიგა მომავლის პროექტია, პრეზიდენტმა ამის შესახებ გვითხრა. პრეზიდენტი ანიელი დილით გვეწვია და ფეხბურთელებს ესაუბრა. ანიელი გუნდთან ძალიან ახლოსაა, მას თითქმის ყოველდღე ვხედავთ. მან პროექტის შესახებ ყველაფერი გვიამბო და რაც მთავარია, გვითხრა, რომ მუშაობა გავაგრძელოთ."

"ბუფონი, კრიშტიანუ და დიბალა ხვალ სასტარტო შემადგენლობაში იქნებიან. შესაძლოა არტურმაც დაიწყოს. კიეზა გამოტოვებს, ჯერ არ ვიცი, რამდენი გაუცდება. მორატა დაღლილია."

3 კვირის წინ
217 / 1
user
Baqar89 აბა რა დებილობას შვებიან
loss დანაკლისი
injury

site.travms

დემირალი - დაბრუნდება მაისის ბოლოს

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ