პერესი ალაპარაკდა, პირველი ინტერვიუ სუპერ ლიგის შექმნის შემდეგ

პერესი ალაპარაკდა, პირველი ინტერვიუ სუპერ ლიგის შექმნის შემდეგ

მადრიდის "რეალისა" და ახლა უკვე ევროპის სუპერლიგის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა "El Chringuito"-ს ეთერშ ისაუბრა.

"ინგლისის, ესპანეთისა და იტალიის დიდ კლუბებს გამოსავალი ჭირდებოდათ იმ რთული სიტუაციიდან, რომელშიც თანამედროვე ფეხბურთი იმყოფება. საბოლოოდ კი ევროპის სუპერლიგის შექმნაზე შევჯერდით, რაც ჩემპიონთა ლიგას ჩანაცვლებს.

"მეტი კონკურენცია მეტ ფულის გამომუშავების საშუალებას იძლევა. მეტი ასეთი თამაშით კარგი შემოსავლის მიღება შეიძლება. სუპერლ

"გუნდები რთულ ვითარებაში არიან და სუპერლიგა მათ დაეხმარება, რომ ამ მდგომარეობას მათ თავი დააღწიონ. რეალმა ამ წელს უკვე 400 მილიონი დაკარგა, თუმცა ამის საპირწონედ არაფერი გაკეთებულა.

"როდესაც ტრანსლაციის გარდა შემოსავლის სხვა წყარო აღარ გრჩება, გამოსავალი არის ის, რომ გულშემატკივრებს მომხიბლავი მატჩები შესთავაზო, რადგან მათ საუკეთესო კლუბების ერთმანეთის წინააღმდეგ თამაშს უყურონ.

"ფეხბურთი უნდა გავითარდეს. ახალგაზრდების 40% სპორტის ამ სახეობით დაინტერესებული არ არის, რადგან ბევრი დაბალი დონის თამაშია.

"იმისათვის, რომ ფეხბურთი უფრო მიმზიდველი გავხადოთ, რაღაც უნდა შეიცვალოს. სწორედ ამას უკავშირდება ბერნაბეუს საკითხიც.

"თუ მეტი ფული გვექნება, ეს ყველასთვის კარგი იქნება, რადგან შეგვეძლება პატარა კლუბებიდან ფეხბურთელების ძვირად ყიდვა, რაც მათ დაეხმარება.

"ყველაფერს, რასაც ვაკეთებ, ფეხბურთის კეთილდღეობისთვისაა.

"ეს არა მხოლოდ ელიტისთვის, არამედ ყველა კლუბისთვის კარგი იქნება.

"სუპერლიგა არ არის დახურული ლიგა. ეს სრული აბსურდია, რადგან ნემისმიერ გუნდს შეუძლია მასში შემოსვლა, თუ ამას დაიმსახურებს. 

"ტურნირში 20 გუნდი იქნება. 15 დამფუძნებელი და 5 მოწვეული. სწორედ ამ 5 გუნდში ნებისმიერი კლუბი შეიძლება მოხვდეს.

"ჩემპიონთა ლიგის ახალი ტურნირი ფეხბურთს ვერ გადაარჩენს.

"თუ ჩემპიონთა ლიგას მოიგებდი, შენ 120-130 მილიონს იღებდი, თუმცა სუპერლიგის შემთხვევაში, ეს თანხა გაიზრდება.

"გვსურს, რომ მომავალი 20 წლის განმავლობაში ფეხბურთი დაცული იყოს. სუპერლიგას ამის გაკეთების უნარი შესწევს.

"გარანტიას გაძლევთ, რომ ჩვენი მოთამაშეები მსოფლიოს ჩემპიონატიდან არ მოიკვეთებიან. ამაში 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ.

"2000 წელს "რეალში" კლუბის გადასარჩენად მოვედი და ეს გავაკეთე.

"მონოპოლია დასრულდა. ახალი ერა იწყება.

"სევილია არის ერთ-ერთი კლუბი, რომელსაც ლიგაში შემოსვლა შეუძლია. როგორც უკვე ვთქვი, ეს დახურული ტურნირი არ არის. გუნდები აქ მოსახვედრად იბრძოლებენ.

"უეფას ჩემპიონთა ლიგიდან ამ სეზონშივე ჩვენი გამოგდება არ შეუძლია, ისევე როგორც შიდა ჩემპიონატებიდან. ეს უბრალოდ შეუძლებელია.

"უეფაში ფიქრობენ, რომ ჩვენ მათი საკუთრება ვართ და როგორც მოესურვებათ, ისე მოგვექცევიან. ამაში ისინი ძალიან ცდებიან.

"ფეხბურთის გადარჩენა გვსურს. ეს უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მომავალში კლუბებმა 200 მილიონი არ იზარალონ. ახლა სიტუაცია ტრაგიკულია.

"მანჩესტერისა და ბარსელონას დაპირისპირება უფრო სანახაობრივი იქნება, ვიდრე მანჩესტერისა და რომელიმე პატარა გუნდის.

"ჩემპიონთა ლიგა ყურებადი მხოლოდ 1/4 ფინალებიდანაა. ამ ეტაპამდე მატჩის შედეგები არავის ანაღვლებს.

"უეფას პრეზიდენტმა დღეს ანიელის შეურაცხყოფა მიაყენა, რაც დაუშვებელია.

"საოცარია, რომ უეფას პრეზიდენტი თავს უფლებას აძლევს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლუბის პრეზიდენტს ასეთი რამ უთხრას. ასეთი ადამიანები ფეხბურთში არ გვჭირდება. ეს არის უპატივცემულობა.

"სუპერლიგის გარეშე ფეხბურთი 2024 წლამდე მოკვდება. როგორც დიდი, ისევე პატარა კლუბები განადგურდებიან", - განაცხადა ფლორენტინო პერესმა. 

3 კვირის წინ
176 / 1
user
Baqar89 არავინ მოკვდება ამ უაზრო ტურნირით კი მართლა მოკვდება ფეხბურთი
loss დანაკლისი
injury

site.travms

დემირალი - დაბრუნდება მაისის ბოლოს

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ