სუპერ ლიგას შოთა არველაძე გამოეხმაურა

სუპერ ლიგას შოთა არველაძე გამოეხმაურა

როგორც მოგეხსენებათ, ევროპის სუპერ ლიგა ოფიციალურად დაარსდა. მიუხედავად ამისა, დიდი ალბათობით, ეს ტურნირი დღის შუქს ვერ იხილავს. 

პროტესტი ახალი ტურნირის გულშემატკვრებმა და თავად ფეხბურთელებმაც გამოხატეს. ფაქტს არაერთი ცნობილი ადამიანი გამოეხმაურა. თავისი აზრი არც შოთა არველაძეს დაუმალავს. 

"როგორც კი ფეხბურთი გახდება ელიტური და ჩაკეტავს საზღვრებს, ის დაკარგავს მის მთავარ ღირებულებას. ფეხბურთი უნდა იყოს ყველგან და ყველასთვის, გამონაკლისი წესის გარეშე. ამიტომაც, არ მომწონს იდეა, რომელსაც გვთავაზობენ და ვფიქრობ, ფეხბურთის მოყვარული ადამიანების დიდი უმრავლესობა ამას არ მიიღებს." – განაცხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების საუკეთესო ბომბარდირმა. 

3 კვირის წინ
263 / 1
user
Baqar89 არც მიიღეს მერე
loss დანაკლისი
injury

site.travms

დემირალი - დაბრუნდება მაისის ბოლოს

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ