logo

ბონუჩი: "ამას ძალიან ვნანობთ" - ლეონარდო "ლიონთან" მატჩის წინ

ბონუჩი: "ამას ძალიან ვნანობთ" - ლეონარდო "ლიონთან" მატჩის წინ

როგორც მოგეხსენებათ, ხვალ "იუვე" ჩემპიონთა ლიგაზე "ლიონს" დაუპირისპირდება.

ტურინელთა მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ მატჩის წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"დიახ, ჩვენ ფავორიტები ვართ, თუმცა ეს მოედანზე უნდა დავამტკიცოთ. ფრანგები შესანიშნავი ფეხბურთელებით არიან დაკომპლექტებულნი. მათგან დიდ წინააღმდეგობას ველით."

"რუდი გარსია კარგიი სპეციალისტია. ის "რომაში" მუშაობდა და იტალიური ფეხბურთი ესმის. ფრთხილად უნდა ვიყოთ."

"გასული წლის ფინალებს ძალიან ვნანობთ. "ბარსასთან" ვფიქრობდით, რომ მოვიგებდით, თუმცა ის მატჩი დავთმეთ. ასევე "რეალთან" 2017 წელს. მეორე ნახევარში ვერაფერი გავაწყეთ."

"სარი დიდი ინტელიგენტია, როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ. როდესაც ის საუბრობს, ხვდები თუ რატომ ხარ ამ გუნდში."

"რონალდუზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი. ის განუმეორებელია. დე ლიხტი? მოვა დრო ის მსოფლიოს საუკეთესო მცველი გახდება." - განაცხადა იტალიელმა.

3 თვის წინ
536 / 0
დათო მალუტაშვილი
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით განახლებულ juve.ge-ს

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 29
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დემირალი (დაბრუნდება აგვისტოში); იგუაინი(დაბრუნდება მარტში); დუგლას კოშტა (დაბრუნდება მარტში) პიანიჩი (დაბრუნდება მარტში)

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ