logo

რომას მწვრთნელა სარი დაიცვა და "იუვეს" შეჩერების გეგმა გვამცნო

რომას მწვრთნელა სარი დაიცვა და "იუვეს" შეჩერების გეგმა გვამცნო

რომას თავკაცმა პაულო ფონსეკამ მედიასთან "იუვენტუსთან" გასამართი შეხვედრა შეაფასა.

"სარი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. მას დადებითი მიდგომა აქვს ფეხბურთის მიმართ, რაც ძალიან მომწონს. მან ახლახანს დაიწყო "იუვეს" გაწვრთნა, მაგრამ უკვე ძლიერ გუნდს აწყობს".

"ტურინელები "ინტერისგან" მკვეთრად განსხვავდებიან, მაგრამ რომელიმეს ვერ გამოვარჩვდი. კონტეც და მაურიციოც კარგი იდეებით გამოირჩევიან. ჩემი გადმოსახედიდან, ყველაზე ძლიერია ის გუნდი, რომლის მწვრთნელსაც გუნდის მიმართ უსაზღვრო სიყვარული გააჩნია. "ლაციომ" დიდი პროგრესი გვაჩვენა ამ 4 წელიწადში. ატალანტას ამისთვის სამი სეზონი დასჭირდა, ასე რომ სარის სამუშაო ახლა დაიწყო. ის მწვრთნელია, რომელიც გუნდს კარგი თამაშის ჩვენებაში ეხმარება".

"სპინაცოლა? ვირუსი ჰქონდა და მზად არ არის. მართალია "ჯენოასთან" და "ტორინოსთან" ქულები დავკარგეთ, მაგრამ დიდ გუნდებთან სხვანაირი მიდგომა გვაქვს, თუ გვსურს "იუვეს" მივუახლოვდეთ, შედარებით სუს გუნდებთანაც ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც გრანდებთან".

"ჩვენი მიზანია დაცვა ვარეგულიროთ და "იუვეს" ხაზებს შორის  მოძრაობის საშუალება არ მივცეთ. ვაპირებთ ყველაზე ძლიერი "რომა" გავხდეთ. იმ გარემოს შექმნაზე ვმუშაობთ, რომელიც "ინტერსა" და "იუვეს" სკუდეტოსთვის შეეცილება", - გნაცხადა ფონსეკამ.

1 კვირის წინ
194 / 0
იაკობ ქირია
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით განახლებულ juve.ge-ს

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 17
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ჯორჯო კიელინი (დაბრუნდება თებერვალში); დემირალი (დაბრუნდება აგვისტოში); სამი ხედირა (დაბრუნდება თებერვალში); დე შილიო (დაბრუნდება თებერვალში)

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

წითელი ბარათი - როდრიგო ბენტაკური (სერია ა-ს ერთი შეხვედრა)