დიდი გადატრიალება "იუვენტუსის" მეკარეებში - საინტერესო სატრანსფერო ფანჯარის მოლოდინში

დიდი გადატრიალება "იუვენტუსის" მეკარეებში - საინტერესო სატრანსფერო ფანჯარის მოლოდინში

ვოიცეხ შესნიმ "იუვენტუსის" გულშემატკივრების გული ნამდვილად ვერ მოიგო. განსაკუთრებით მას შემდეგ აღარ უყვართ იგი, რაც "პორტუსთან" ჯარიმა გაუშვა.

ბუფონი ასაკშია და მას ხელმძღვანელობა შესაბამისად აღარ ენდობა, მაგრამ, მიუხედავად მისა, მას მაინც აქვს ამბიციები. გარდა ამისა, დონარუმასა და "მილანის" ურთიერთობა საჯმაოდ დაიძაბა და ჩაიხლართა, რითიც "იუვეს" სურს ისარგებლოს.

ვინ შეიძლება გახდეს გუნდის მთავარი მეკარე?

გადაწყვეტით ვერაფერს ვიტყვით, მაგრმა ის ვარიანტი, რომელიც ყველას სურს, ჯანლუიჯი დონარუმაა. მისით "იუვენტუსი" კარგა ხანია დაინტერესებულია, მაგრამ ყიდვა ყოველთვის ჭირდა გარკვეული მიზეზების გამო, ჯერ თანხა იყო მაღალი, შემდეგ თავად ჯიჯოს არ სურდა მილანიდან გადაბარგება, რადგან თავს კომფორტულად გრძნობდა კლუბში და ა.შ.

ამჟამად მასსა და "მილანს" შორის უთანხმოებაა. ფეხბურთელს მაღალი ხელფასი სურს, მაგრამ კლუბი ამ მოთხოვნილებას ვერ უკმაყოფილებს. ტურინული გრანდი კი მზადაა იტალიელ მეკარეს სასურველი ანაზღაურება დაუნიშნოს.

გარდა ამისა, ჯიჯოს ფასი საგრძნობლად მცირდება, რადგან მას კონტრაქტი მალე ეწურება და სულ უფასოდ გაშვების თავიდან ასაცილებლად, მილანელები მას ძალიან დაბალ ფასში გაყიდიან. თუმცა მის ფასს ემატება აგენტის საკომისიო (დაახლოებით 20 მლნ ევრო) და დონარუმას მამის ანაზღაურება (+3 მლნ).

თუმცა ეს თანხა ტურინელებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს და ისინი მზად არიან იტალიელი გოლკიპერი დაუყონებლივ გაიფორმონ.

რა მოჰყვება დონარუმას მოსვლას? 

პასუხი პარტივია, შესნი კლუბს დატოვებს. მისი მსურველები ბლომად არიან პრემიერ ლიგიდან, ასე რომ მისი გაყიდვა პრობლემა ნამდვილად არ იქნება.

რა ბედი ელის ბუფონს?

ამ კითხვაზე პასუხი არც ჯიჯიმ იცის, არც ადმინისტრაციამ და არც გულშემატკივარმა. იტალიის თასის ფინალის შემდეგ, რომელშიც ჯიჯი დაიცავს "იუვეტნუსის" ხაზს, კლუბის ხელმძღვანელობა და ბუფონი ერთმანეთს შეხვდებიან ვეტერანი გოლკიპერის თაობაზე. დიახ, ბუფონს სურს, რომ მეტი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს, რადგან ფიქრობს, ამის შესაძლებლობა კვლავ აქვს.

თუ ადმინისტრაცია მას შესაბამის პირობას წაუყენებს, იგი კლუბში დარჩება, თუ არადა დაელოდება შემოთავაზებებს სხვა კლუბებიდან, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაბარგდება სხვაგან, თუ ახალ ბუდეში მას ძირითად მეკარედ მიიღებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯიჯი ხელთათმანებს ლურსმანზე ჩემოკიდებს.

სად შეიძლება ბუფონის ხილვა? "პარმა", სადაც კარიერა დაიწყო, "ატალანტა", იტალიური კლუბი, რომელიც მას მიიღებს და ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის საშუელებას მთავარი მეკარის სახელით მისცემს და "ჯენოა", კლუბი და ქალაქი, რომელიც ბუფონს ძალიანუყვარს.

ვინ იქნება მეორე მეკარე, თუ შესნი და ბუფონი წავლენ?

მიუხედავად იმისა, რომ იგი არასდროს თამაშობს, არავის ავიწყდება, რომ კლუბს მესამე მეკარეც ჰყავს კარლოს პინსოლიოს სახით. მიუხედავად იმისა, რომ იგი საკმაოდ კარგი მეკარეა, რაც დაუმტკიებია კიდეც, ნაკლებადაა სავარაუდო იგი მეორე მეკარედ მოიაზრონ, მაგრამ გამორიცხული არაფერია.

თუ ეს მოხდა, მის შემცვლელად რომელიმე ფეხბურთელს დააწინაურებენ ახალგაზრდული გუნდიდან. თავად პინსოლიოს ტარვმირებული პირველი მეკარის შეცვლა, ხოლო იტალიის თასზე მთავარი გოლკიპერის როლის მორგება მოუწევს.

სხვა მეკარეები?

"იუვენტუსს" სხვა მეკარეებს ხშირად არ უკავშირებენ, მედია მიუჩვეველია ამ ყველაფერს, რადგან ტურინელების კარს ყოველთვის შეუცვლელი ფენომენი იცავდა. ბოლო წლებში ვითარება ცოტა აირია, ერთი პერიოდი ნოიერიც კი დაუკავშირეს "ბიანკონერის", მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული, სანდო ინფორმაცია არ გავრცელებულა, რის გამოც არ ღირს ამ თემის გაგრძელება. 

"იუვენტუსისთვის" პრიორიტეტია მოიყვანოს რაც შეიძლება ძლიერი მეკარე, ახალგაზრდა იქნება, მითუმეტეს კარგი. იტალიელი მეკარის გაფორმება კი, რა თქმა უნდა განსაკუთრებულად სურთ ტურინელებს, მითუმეტეს ნაკრების პირველი მეკარის. ჯიჯო დონარუმა ყველა ამ მოთხოვნილებას აკმაყოფილებს, რის გამოც ტურინელები მის გადმოსაბირებლად ყველანაირ ხერხს მიმართავენ.

 

 

1 კვირის წინ
480 / 5
იაკობ ქირია
user
Baqar89 კარგი ინფორმაცია გაიხარე
user
იაკობ ქირია Baqar89 შემოგევლე ბაქარ <3 
user
Baqar89 Baqar89 გაიხარე როგორ მინდა სადმე თქვენ ბექა და ვინც ხართ საიტზე შევიკრიბოთ და ერთად ვოყუროთ იუვეს თამაშს იმედია ეს პანდემია დამთავრდება ოდესმე 
user
იაკობ ქირია Baqar89 რატომაც არა ბაქარ, აუცილებლად <3
user
Baqar89 Baqar89 მაშინ ერთად მოვიფიქროდ როდის რომელ თამაშზე და სად მე პირად 24 საათი მცალია თქვენთვის რასაც შქვია მეგობრებო და იუვეს ოჯახი წარმატება ყველაფერში
loss დანაკლისი
injury

site.travms

დემირალი - დაბრუნდება მაისის ბოლოს

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ