მალდინი: "დონარუმას კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეჩერებულია"

მალდინი: "დონარუმას კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეჩერებულია"

"მილანის" სპორტულმა დირექტორმა პაოლო მალდინიმ დონარუმასა და ულტრასებს შორის შეხვედრაზე ისაუბრა, სადაც გულშემატკივრება ჯიჯიოს "იუვესთან" თამაშის გამოტოვება მოსთხოვეს, თუ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს "შავ წითლებთან".

"მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ, რომ არავის აქვს უფლება გადაწყვიტოს კლუბის გარეთ, ვინ გაახანგრძლივებს კონტრაქტს და ვინ არა. მოედანზე არჩევანს მწვრთნელი აკეთებს, მაშინ, როდესაც კონტრაქტის საკითხები კლუბს აბარია. 

ამ მომენტიდან, ყოველი მოლაპარაკება შეჩერებულია ახალ კონტრაქტებზე სანამ სეზონი არ დასრულდება, ასე, რომ გუნდს მოედანზე უფრო გაუადვილდება თამაშზე კონცენტრირება. 

ამასობაში, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი მოთამაშეების დაცვას, როგორც ყოველთვის," - დაასრულა მალდინიმ.

"იუვენტუსი" აქტიურადაა დაინტერესებული ჯიჯიო დონარუმას გადაბირებით, რომელსაც კლუბმა 10 მილიონი შესთავაზა ანაზღაურების სახით წლიურად.

1 კვირის წინ
165 / 1
PIRLO
user
Baqar89 რა მოხდება აქ ბოლოს და ბოლოს
loss დანაკლისი
injury

site.travms

დემირალი - დაბრუნდება მაისის ბოლოს

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ