ყველა დროის ყველაზე ასაკოვანი ჰეთ-თრიქის ავტორების ათეული

ყველა დროის ყველაზე ასაკოვანი ჰეთ-თრიქის ავტორების ათეული

"კალიარისა" და "ფიორენტინას" შორის გამართული დაპირისპირება საკმაოდ დრამატული აღმოჩნდა. გუნდებმა ერთმანეთს 3-3 გოლი გაუტანეს და ქულები გაიყვეს.

"კალიარის" მხრიდან სამივე გოლის ავტორი როდრიგო პალასიო გახლავთ, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები, 39 წლის და სამი თვისაა.

ეს უდაოდ ახალი რეკორდია. კერძოდ, არგენტინელი ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში ჰეთ-თრიქი შეასრულა.

10-ეულში შედის კრიშტიანუ რონალდუც, მაგრამ ის მე-6 ადგილზეა. რეკორდსმენების სია კი ასე გამოიყურება.

1. როდრიგო პალასიო, „კალიარი“ (05/02/21) – 39 წლის, 2 თვის და 28 დღის

2. ხოაკინ სანჩესი, „ბეტისი“ (12/08/19) – 38 წლის, 4 თვის და 18 დღის

3. კლაუდიო პისარო, „ვერდერი“ (03/02/16) – 37 წლის, 4 თვის და 29 დღის

4. ტედი შერინგემი, „მან.იუნაიტედი“ (08/26/03) – 37 წლის, 4 თვის და 25 დღის

5. ანტონიო დი ნატალე, „უდინეზე“ (05/17/14) – 36 წლის, 7 თვის და 5 დღის

6. კრიშტიანუ რონალდუ, „იუვენტუსი“ (03/14/21) – 36 წლის, 1 თვის და 10 დღის

7. ფილიპო ინძაგი, „მილანი“ (04/19/09) – 35 წლის, 8 თვის და 11 დღის

8. ფილიპო ინძაგი, „მილანი“ (03/08/09) – 35 წლის, 6 თვის და 28 დღის

9. მიქაელ პაგისი, „რენი“ (10/05/08) – 35 წლის, 1 თვის და 19 დღის

10. ოლივერ ბირჰოფი, „კიევო“ (05/24/03) – 35 წლის და 24 დღის.

1 კვირის წინ
265 / 1
იაკობ ქირია
user
Baqar89 საინტერესო იყო  ვინც ლიდერობს ცოტა გასაკვირია
loss დანაკლისი
injury

site.travms

დემირალი - დაბრუნდება მაისის ბოლოს

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ