"იუვე" "მილანის" ფეხბურთელის უფასოდ დამატებასთან ძალიან ახლოსაა

"იუვე" "მილანის" ფეხბურთელის უფასოდ დამატებასთან ძალიან ახლოსაა

ავტორიტეტული იტალიური გამოცემის, Calciomercato -ს ინფორმაციით, "იუვენტუსი" ჰაკან ჩანხანოღლუს დამატებასთან ძალიან ახლოსაა.

"ბებერი ქალბატონი" "მილანის" 27 წლის ნახევარმცველის შეძენას უფასოდ გეგმავს.

"ბიანკონერი" თურქს წლიურად 5 მილიონ ევროს, პლიუს ბონუსებს შესთავაზებს.

თავად ფეხბურთელს დიდი ხანია კლუბის დატოვება სურს, მას არ აქვს კარგი ურთიერთობა "როსონერის" ბოსებსთან, "იუვეს" კი ამ სიტუაციის გამოყენება უნდა.

ჰაკანი წელს არც თუ ისე კარგ ფორმაშია, მის ანგარიშზე სერია ა-ში 31 ჩატარებული მატჩში, მხოლოდ და მხოლოდ 4 გოლი და 10 ასისტია.

 

1 თვის წინ
243 / 1
user
Baqar89 უფასოდ ჯანდაბას მოსულა
loss დანაკლისი
injury

site.travms

site.travms_footballers

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ