ანდრეა პირლოს პრესკონფერენცია "ინტერთან" მატჩის წინ

ანდრეა პირლოს პრესკონფერენცია "ინტერთან" მატჩის წინ

ხვალ 20:00 -ზე "იუვენტუსი" მატჩს გამართავს "ინტერის" წინააღმდეგ, გთავაზობთ ანდრეა პირლოს პრესკონფერენციას ამ თამაშის წინ.

"მილანთან მარცხის შემდეგ გუნდს თავდაჯერებულობის დაბრუნება სჭირდებოდა და სასუოლოსთან შეხვედრის შემდეგ ჩვენ ამის გაკეთება მოვახერხეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

დარჩენილი მატჩების შემდეგ ჩვენ შევიკრიბებით და მთელს სეზონს მიმოვიხილავთ, გავაანალიზებთ შედეგებს, შეცდომებს და გადაწყვეტილებას ერთად მივიღებთ.

ფედერიკო კიეზა თავს კარგად გრძნობს და ვფიქრობ, რომ ხვალ ის სასტარტოში იქნება. ასევე დაგვიბრუნდა მერიჰ დემირალიც და კიეზას მსგავსად დიდი ალბათობით მასაც სასტარტოში ვიხილავთ.

ხვალ თამაშის საშუალება მიეცემა ალექს სანდროს, რომელიც კოპა იტალიას ფინალში დისკვალიფიკაციის გამო ვერ დაგვეხმარება.

მინდა ინტერს ტიტულის მოპოვება მივულოცო, მათ ყველაზე სტაბილური სეზონი ჰქონდათ და სკუდეტო დაიმსახურეს.

იტალიის ახალი ჩემპიონების წინააღმდეგ თამაში ჩვენ ხვალ უფრო მეტ მოტივაციას მოგვცემს. ინტერი თამაშის მოგებას შეეცდება, მაგრამ ჩვენ ჩემპიონთა ლიგისთვის ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ," -განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

1 თვის წინ
245 / 1
user
Baqar89 აქ თუ წააგეთ პირლო ტურინში აღარასდროს უნდა დაბრუნდე
loss დანაკლისი
injury

site.travms

site.travms_footballers

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ