სარის ფეხბურთელები არ უჯერებენ?: "მათ ეს ვერ გავაგებინე"

სარის ფეხბურთელები არ უჯერებენ?: "მათ ეს ვერ გავაგებინე"

"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ "ლიონთან" მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"რთულია ამის ახნსა, მაგრამ პირველ ნახევარში იმდენად ნელა ვმოძრაობდით, რომ მეტოქეს გაუკვირდა ჩვენი ასეთი თამაში, არ ეგონათ, ასე მარტივად თუ შეიძლებოდა ჩვენთან კონტროლი, პრესინგს მიმართეს და სისწრაფეს მოუმატეს,  რასაც გოლიც მოჰყვა. აგრესია გვაკლდა შეტებაში და 15 წუთი დაცვაშიც მოვიკოჭლებდით, რა დროსაც გოლი გავუშვით. დე ლიხტის მომენტშიც არ გაგვიმართლა".

"მეორე ტაიმი კარგი იყო,  მაგრამ არა საკმარისი  ამ ჩეპიონატისთივს. არ ვიცი რატომ,  ფეხბურთელებს ვერ ვაგებინებ, რომ ბურთის სწრაფად მოძრაობა ძალიან მნიშნელოვანია. ეს საფუძელია, რაზეც მუშაობას ვაგრძელებთ და მალე  დავხვეწათ.  თამაშის წინა ვარჯიშზე 2-ჯერ უფრო სწრაფად ვამოძრავებდით ბურთს, მატჩში ეს არ გააკეთეს".

სარიმ ამ დროს თავი ვერ გააკონტროლა და  ხმის ტემბრსაც აუწია, იგი ფეხბურთელებზე გაცხარდა.

"როცა ბურთი ნელა მოძრაობს, პოზიციას კარგავ, მეტოქეს აძლევ უფლებას მოგიახლოვდეს, აგრესიული იყოს და ბურთ მოგპაროს, არც  იმას ვფიქრობ, რომ მეტოქე ძლიერი იყო, ან კარგი პრესინგი ჰქონდა, ეს ჩვენი ბრალია, ნელა მოძრაობა, სულ ერთნაირი ტემპი. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ როგორ უნდა შეგეძლოს მომენტის შექმნა?"

"მეორე ტაიმში  უნდა მოგვეხერხებინა გოლის გატანა, მაგრამ კვლავ ჩავფლავდით. თუმცა უკეთესი იყო, რადგან ბურთს ბევრად უფრო სწრაფად ვამოძრავებდით. გოლიც კი გავიტანეთ, მაგრამ აფსაიდი აღოჩნდა, სამწუხაროდ".

"წესით აბსოლიტურად სხვა რამეს უნდა ვაკეთებდეთ, რასაც ახლა ვაკეთებთ.60 მეტრიანი პასები არ მომოწონს.  უკეთესია ფორვარდამდე სწრაფი პასებით მიიტანო  და გოლის გატანა ისე სცადო", - განაცხადა სარიმ.


10 თვის წინ
1059 / 0
იაკობ ქირია
loss დანაკლისი
injury

site.travms

დიბალა - დაბრუნდება თებერვალში. კუადრადო - დაბრუნდება თებერვალში. ალექს სანდრო - დაბრუნდება თებერვალში. დე ლიხტი - დაბრუნდება თებერვალში.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ