logo

იტალიელი ფეხბურთელი კორონავირუსით დაინფიცირდა!

იტალიელი ფეხბურთელი კორონავირუსით დაინფიცირდა!

კორონავირუსი 2020 წლის მთავარ პრობლემად იქცა. ვირუსი ჩინეთიდან მსოფლიოში გავრცელდა და ევროპაში მისი მთავარი წყარო იტალიაა. 

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ზომები გასულ კვირაში მიიღო, როცა სერია A-ს რამდენიმე და რანგით დაბალი ლიგების ათობით მატჩი გადადო.

დღეს უკვე "La Gazzetta dello Sport"-მა დაწერა, რომ ერთ-ერთი იტალიელი მოთამაშე გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა. 

ფეხბურთელის ვინაობა არ საჯაროვდება. ვიცით მხოლოდ ის, რომ იგი სერია C-ს გუნდში გამოდის და გასულ კვირას განაცხადში ცხელების გამო არ შეიყვანეს. მოგვიანებით კი ტესტმა კორონავირუსზე დადებითი შედეგი აჩვენა.

იტალია მეოთხე დიდი სახელმწიფო გახდა, რომელშიც ახალი ვირუსი ფართოდ გავრცელდა. ამ დროისთვის იტალიაში 453 ადამიანი დაავადდა და 12 მათგანი დაიღუპა.

შეგახსენებთ, რომ შესაძლოა "იუვენტუსმა" მომდევნო მატჩი "ინტერის" წინააღმდეგ ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩაატაროს.

3 თვის წინ
629 / 0
ავთანდილი
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით განახლებულ juve.ge-ს

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 23
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დემირალი (დაბრუნდება აგვისტოში); იგუაინი(დაბრუნდება მარტში); დუგლას კოშტა (დაბრუნდება მარტში) პიანიჩი (დაბრუნდება მარტში)

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ