6 ფეხბურთელი, რომელიც "იუვეში" დარჩება, მიუხედავად ჩემპიონთა ლიგაზე გასვლისა

6 ფეხბურთელი, რომელიც "იუვეში" დარჩება, მიუხედავად ჩემპიონთა ლიგაზე გასვლისა

კრიშტიანუ რონალდუ სავარაუდოდ "იუვენტუსს" დატოვებს თუ "ბებერი ქალბატონი" ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს, თუმცა "Tuttosport" 6 ფეხბურთელს ასახელებს, რომლებიც "ალიანც სტედიუმზე" დარჩებიან მიუხედავად იმისა, ოთხეულში მოხვდება თუ არა "იუვე". 

ჩემპიონთა ლიგიდან მისაღები ფულადი სახსრების დაკარგვის გამო გუნდს გაძლიერება დასჭირდება ისეთი ფეხბურთელების გაყიდვით, როგორებიც ადრიენ რაბიო და მერიჰ დემირალი არიან. 

"ბიანკონერის" მათი გაყიდვა არ უნდა, მაგრამ ერთი ფრანგსა და თურქს შორის შესაძლოა, წავიდეს სეზონის ბოლოს, რათა ყველაფერი წესრიგში იყოს. 

აარონ რემსი და ფედერიკო ბერნარდესკიც, ასევე, მოსალოდნელია გადავიდნენ "იუვედან", მაშინაც კი თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გავა, მაგრამ ფედერიკო კიეზა, დეიან კულუშევსკი, მატიას დე ლიხტი, ხუან კუადრადო, ლეონარდო ბონუჩი და დანილო დარჩებიან "ალიანც სტედიუმზე" იმ შემთხვევაშიც, თუ "ბიანკონერი" შემდეგ სეზონში ევროპა ლიგაზე იასპარეზებს.

ჩემპიონთა ლიგის საგზურითვის "იუვენტუსს" მოგება სჭირდება "ბოლონიასთან", იმ იმედით, რომ "ნაპოლი" ან "მილანი" ვერ შეძლებს "ჰელას ვერონასა" და "ატალანტას" დამარცხებას. 

3 კვირის წინ
1069 / 1
user
Baqar89 კარგია ვინც რჩება ისინი
loss დანაკლისი
injury

site.travms

site.travms_footballers

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ