logo

"ლიონის" ფეხბურთელი შოკირებულია

"ლიონის" ფეხბურთელი შოკირებულია

ოთხშაბათს ტურინის "იუვენტუსი" საფრანგეთს ეწვია და ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში "ლიონს" დაუპირისპირდა. შეხვედრა იტალიურმა გიგანტმა 1:0 დათმო.

90 წუთი გაატარა მინდორზე კრიშტიანუ რონალდუმ, რომელმაც გოლის გატანა ვერ მოახერხა. მიუხედავად ამისა, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 37 შეხვედრაში 36 გოლია.

ფრანგული კლუბის ფეხბურთელი კი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშით ძალიან განცვიფრებული დარჩა.

"როცა მის წინააღმდეგ აღმოვჩნდი, ხმამაღლა ვთქვი, ის ნამდვილად რეალურია მეთქი." – განაცხადა ბრუნო გუიმარაეშმა მატჩის შემდეგ. 

შეგახსენებთ, რომ საპასუხო მატჩი ტურინში 17 მარტს გაიმართება.

4 კვირის წინ
345 / 0
ავთანდილი
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით განახლებულ juve.ge-ს

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 114
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დემირალი (დაბრუნდება აგვისტოში); იგუაინი(დაბრუნდება მარტში); დუგლას კოშტა (დაბრუნდება მარტში) პიანიჩი (დაბრუნდება მარტში)

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ