
"Tuttosport"-ის ცნობით, მას შემდეგ, რაც პარატიჩი წავიდა, ალეგრი პირდაპირ ანდრეა ანიელის მიმართავს სხვადასხვა საკითხზე. იტალიური მედიის მიხედვით, მაქსს ისეთივე "მენეჯერული როლი" ექნება, როგოგირც ზოგიერთ მწვრთნელს პრემიერ ლიგაში.
"La Gazzetta dello Sport" წერს, რომ ალეგრიმ პაულო დიბალას დაურეკა, რათა დაერწმუნებინა, რომ კონტრაქტი გაეხანგრძლივებინა.
ეს რთული დავალებაა, რადგან დიბალას კონტრაქტი "ალიანც სტეიუმზე" 2022 წელს ეწურება და არგენტინელმა "ბებერი ქალბატონისგან" 10 მილიონი ევრო წელიწადში უარყო გასულ ზაფხულს.
ალეგრის აგრეთვე სურს, ჯორჯო კიელინისთანაც გაახანგრძლივოს კონტრაქტი. იტალიელი, მოსალოდნელია, რომ 2022 წლამდე დარჩება, შემდეგ კი კარიერას დაასრულებს.
"Calciomercato.com" იტყობინება, რომ ალეგრიმ მწვანე შუქი აუნთო ჰაკან ჩალჰანოღლუს "მილანიდან" გადმოსვლას თავისუფალი აგენტის სტატუსით.
"იუვემ" 5 მილიონი შესთავაზა თურქს წელიწადში, რომლითაც აგრეთვე "ალ დუჰაილი" ინტერესდება, კლუბმა ყოველწლიურად 8 მილიონიანი შეთავაზება გააკეთა.