როგორც მოგეხსენებათ, ტურინის "იუვენტუსის" ნახევარცმველი ემრე ჯანი მაურისიო სარის გეგმებში არ შედის.
დიდი ალბათობით, ის გუნდს იანვარშივე დატოვებს.
მედია მას "მანჩტესტერ იუნაიტედთან" აქტიურად აკავშირებდა, თუმცა გერმანელმა ოლდ ტრაფოლდზე გადაბარგება იუარა.
ამის მიზეზი მისი "ლივერპულური" წარსულია.
შეგახსენებთ, რომ ჯანის შეძენით "პარიზ სენ-ჟერმენი", "ბაიერნი" და "დორტმუნდი" არიან დაინტერესებულნი.