logo

"იუვენტუსის" ფეხბურთელებს ვარჯიში აუკრძალეს

"იუვენტუსის" ფეხბურთელებს ვარჯიში აუკრძალეს

რამდენიმე დღის წინ "იუვენტუსის" 23 წლამდელთა გუნდი სერია C-ს ეგიდით გამართულ შეხვედრაში "პიანესას" დაუპირისპირდა, რომლის სამი ფეხბურთელი და გენერალური მენეჯრი ვირუსითაა დაინფიცირებული.

ამის გამო, ვარჯიში აუკრძალეს ტურინელთა პირველი გუნდის ფეხბურთელებსაც, რადგან რამდენიმე 23 წლამდელი მოთამაშე კრიშტიანუ რონალდუსა და მის თამაგუნდელებთან ერთად ვარჯიშობდა. როგორც წყარო იტყობინება, ეს შემდეგი რამდენიმე კვირის განმავლობაში აღარ მოხდება.

Forbes-ის ინფორმაციით, 23 წლამდელთა გუნდის არცერთ წევრს არ აღმოაჩნდა კოვიდ-19-ის სიმპტომები, თუმცა, რა თქმა უნდა, მათი ვარჯიშებიც შეჩერებულ იქნა. ისინი, სავარაუდოდ, 8 მარტის ჩათვლით იუქმებენ. 

შეგახსენებთ, რომ იტალია კორონავირუსის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა ევროპაში. არაერთი სიკვდილის შემთხვევაც დაფიქსირდა. ამის გამო, გადაიდო სერია A-ს ბევრი შეხვედრა. 

4 თვის წინ
673 / 0
სესე
reclam
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით განახლებულ juve.ge-ს

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 48
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დემირალი (დაბრუნდება აგვისტოში); ალექს სანდრო (დაბრუნდება ივლისში)

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ