ვინ შეცვლის ბუფონს წასვლის შემდეგ

ვინ შეცვლის ბუფონს წასვლის შემდეგ

"იუვენტუსიდან" ბუფონის წასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილია, ყველაფერი დროის ამბავია და ჯიჯი როგორც კი ახალ კლუბს იპოვის, დაუყონებლივ გაეშურება.

მის შემცვლელად "იუვენტუსს" ბევრი ვარიანტი არ ჰყავს.

ერთ-ერთი ასეთი მატია პერინია, რომელიც ავტომატურად ჯდება ჯიჯის ადგილზე, რადგან "ჯენოადან" უკვე დაბრუნდა ტურინში, მაგრამ საქმე იმაშია, რომ "იუვეს" მისი გაყიდვა სურს, რადგან კონტრაქტი მომავალ წელს ეწურება. 

თუ მატიამ მოისურვა და კონტრაქტი გაახანგრძლივა, როგორც მეორე მეკარემ, მაშინ ყველაფერი გამარტივდება.

მომდევნო ვარიანტია ემილ აუდერო, რომელიც "იუვენტუსის" საკუთრებაში იმყოფებოდა, მაგრამ ახლა იგი სასტარტო შემადგენლობის მეკარეა და მსი გადაბირება ძვირიც იქნება და რთულიც, რისთვისაც დიდ ხარჯებს ტურინელები არ გაიღებენ.

შემდეგ ვარიანტად დავიდ ოსპინა სახელდება, რომელიც "ნაპოლის" დატოვებასთან ახლოსაა და არაა გამორიცხული, შესნის შემცვლელად დაბანაკდეს ტურინში.

გარდა ამისა, ტურინელებს ჰყავთ კარლოს პინსოლიოს ვარიანტიც, რომელიც იმ შემთხვევაში გახდება მეორე მეკარე, თუ გუნდმა ახალი გოლკიპერი არ შეისყიდა და ახალგაზრდა დააწინაურა, ან ვინმე გამოუცდელი მოიყვანა გუნდში.

1 კვირის წინ
206 / 1
Iakob kiria
user
Baqar89 ვაი რომელი გვაწყობს გაიგე ახლა
loss დანაკლისი
injury

site.travms

site.travms_footballers

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ