მანჩინის პრესკონფერენცია თურქეთთან მატჩის წინ

მანჩინის პრესკონფერენცია თურქეთთან მატჩის წინ

იტალიის მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ თურქეთთან თამაშის წინ პრესკონფერენცია გამართა.

"ახლა, როდესაც გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა, ჩვენ გვსურს, რომ ხალხი ვასიამოვნოთ და 90 წუთის განმავლობაში კარგი სანახაობა ვაჩვენოთ.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით ის ადამიანებიც კი, რომლებიც ფეხბურთის დიდი ქომაგები საერთოდ არ არიან, ხშირად ასეთ მნიშვნელოვან ტურნირებს უყურებენ, შესაბამისად ჩვენ გვინდა ეს დიდებული სპორტი საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინოთ.

პირველი შეხვედრა ყოველთვის ყველაზე რთულია. ჩვენ დაძაბულობას თავი მაქსიმალურად უნდა ავარიდოთ და მთელი კონცენტრაცია მოედანზე გადავიტანოთ. იმის გამო, რომ ეს გახსნითი მატჩია, ორივე გუნდზე უფრო დიდი ზეწოლა იქნება, თურქეთს  შემადგენლობაში უამრავი ნიჭიერი ფეხბურთელი ჰყავს, ამიტომ წინ ძალიან რთული მატჩი გველოდება.

თუკი საბოლოო ჯამში ფინალში აღმოვჩნდებით, ეს ძალიან დიდი მიღწევა იქნება, თუმცა ერთის თქმა შეიძლება, იტალია თავის ძალებში აბსოლუტურად დარწმუნებულია.

ლორენცოს გამო ძალიან ვწუხვარ, რადგან ის შესანიშნავ ფორმაში იმყოფებოდა და თავი ძალიან კარგად წარმოაჩინა. ევროპის ჩემპიონატამდე ერთი დღით ადრე ნაკრების დატოვება ძალიან საწყენია თუმცა მაქვს, რომ ის მაქსიმალურად მოკლე დროში გამოკეთდება," -განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

1 კვირის წინ
148 / 1
კიეზა
user
Baqar89 თუ არა უნდა მოიგოთ 
loss დანაკლისი
injury

site.travms

site.travms_footballers

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ