აკრძალვები და გადატანები - რა ბედი ეწევა "იუვენტუსის" შეხვედრებს?

აკრძალვები და გადატანები - რა ბედი ეწევა "იუვენტუსის" შეხვედრებს?

იტალიური წყაროები იუწყებიან, რომ შესაძლოა "იუვენტუსმა" ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა "ლიონთან" მაყურებლების გარეშე ჩაატაროს.

იტალიურ დერბსაც მაყურებლების გარეშე უნდა ჩაეარა, თუმცა  13 მაისისთვის გადაიდო.

ტურინელებს "მილანთან" აქვთ ახლა შეხვედრა ჩასატარებელი იტალიის თასზე. კლუბმა ვეღარ დაუშვა, რომ ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩაეტარებინათ შეხვედრა, რადგან ეს ფინანსურად დიდ ზიანს აყენებს კლუბს,  ამიტომაც მატჩს მაყურებელი დაესწრება.

თუმცა,  იტალიის ფეხბურთის ფედერაცია რეგულაციებს აწესებს და გარკვეული რეგიონებიდან ჩამოსული გულშემატკივარი მოედანზე არ დაიშვება. 

უეფა კვლავ ყოყმანობს ჩემპიონთა ლიგის გასამართ შეხვედრებზე საფრანგეთსა და იტალიაში.  ლიგის მატჩის გადადება ძალიან რთული რამაა, ეს ხომ ფლეიოფიანი ტურნირია, ამიტომაც დიდი ალბათობით, ტურინში შეხვედრა "ლიონის" წინააღმდეგ მაყურებლის გარეშე ჩაივლის.

იგივე  ბედი ელის  პარიზში გასამართ შეხვედრას,  რომელშიც ერთმანეთს "პსჟ" და  "დორტმუნდი" დაუპირისპირდებიან.

იტალიაში 2000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა კორონა ვირუსის, უეფა კი კვლავ მუაობს უსაფრთხოების წესებზე.


10 თვის წინ
768 / 0
იაკობ ქირია
loss დანაკლისი
injury

site.travms

დიბალა - დაბრუნდება თებერვალში. კუადრადო - დაბრუნდება თებერვალში. ალექს სანდრო - დაბრუნდება თებერვალში. დე ლიხტი - დაბრუნდება თებერვალში.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ