ოფიციალურად ! ჯიჯი ბუფონმა "იუვე" დატოვა

ოფიციალურად ! ჯიჯი ბუფონმა "იუვე" დატოვა

როგორც მოგეხსენებათ, "იუვენტუსის" ლეგენდარულ კიპერს, ჯიჯი ბუფონს "ბიანკონერისთან" კონტრაქტი ამოეწურა.

იტალიელმა სუპერმენმა აღარ ისურვა კონტრაქტის გაგრძელება და თავის ყოფილ გუნდში - "პარმაში" დღეს უკვე ოფიციალურად დაბრუნდა, 20 წლის შემდეგ.

"პარმა" სერია ბ-ში ასპარეზობს და ჯიჯონე აუცილებლად დაეხმარება ამ კლუბს, რათა დაბრუნდეს სერია ა-ში.

ჯიჯიმ "იუვეს" მაისურით უკანასკნელი მატჩი "ატალანტასთან" ჩაატარა, სუპერ თასის ფინალში. თასი სწორედ ლეგენდარულმა კიპერმა აღმართა, ამჯერად უკვე უკანასკნელად "ბებერი ქალბატონის" მაისურით.

1 თვის წინ
138 / 1
გიო
user
Baqar89 წარმატება და მადლობა ყველაფრისთვის ლეგენდა
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არტური

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ