ოფიციალურად: კვარაცხელია სეზონისთვის მზადებას "რუბინში" დაიწყებს - რა ხდება რეალურად

ოფიციალურად: კვარაცხელია სეზონისთვის მზადებას "რუბინში" დაიწყებს - რა ხდება რეალურად

ყაზანის "რუბინის" მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ წინა სასეზონო მომზადებაზე ისაუბრა. რუსი სპეციალისტის თქმით, გუნდში ელიან, რომ ხვიჩა კვარაცხელია პრე-სეზონს მათთან ერთად გაივლის.

"მოგვიანებით შემოგვიერთდებიან ის ფეხბურთელები, რომლებიც ან ახლა არიან ეროვნული ნაკრებში ან იყვნენ – მაგალითად, ურემოვიჩი, სამოშნიკოვი. მთელი გუნდი 20 ივნისამდე შეიკრიბება.

გვაქვს მომზადების სრული გეგმა, სპარინგის კალენდარი და მეტოქეების ვინაობა. პირველი კვირა რთულია, რადგან ორჯერადი ვარჯიშები გვექნება. ველოდებით თუ არა ხვიჩა კვარაცხელიას? დიახ, რა თქმა უნდა“, - განაცხადა სლუცკიმ.

როგორც ჩანს, ახალგაზრდა ქართველი მოთამაშის ახალ გუნდში ტრანსფერი არც თუ ისე ახლოსაა, რადგან სლუცკი მას "რუბინში" ელის.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩას დამატებას ერთბაშად რამდენიმე ევროპული გუნდი ცდილობს, ყველაზე მეტად კი "ლიდსი" აქტიურობს.

1 თვის წინ
243 / 1
გიო
user
Baqar89 მოკლედ აქ არაფერი გაირკვა როგორც ჩანს
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არტური

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ