"იუვეს" დემბელეს შესაძენად გეგმა აქვს

"იუვეს" დემბელეს შესაძენად გეგმა აქვს

ტურინის "იუვენტუსი" უსმან დემბელეს ხუთწლიან კონტრაქტს სთავაზობს, - იტყობინება Cat.Radio.

წყაროს თანახმად, "ბიანკონერი" "ბარსელონას" გარემარბს წელიწადში 12 მილიონ ევროს გადაუხდის.

მნიშვნელოვანია, რომ "ზებრები" 2022 წლამდე აპირებენ დაცდას, რათა უსმანში ფულის გადახდა არ მოუწიოთ და იგი თავისუფალი აგენტის სტატუსით წაიყვანონ.

თუ Mundo Deportivo-ს დავუჯერებთ, "ბარსას" წარმომადგენლები დღეს დემბელეს აგენტს შეხვდებიან და მის მომავალს გაარკვევენ.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის გარემარბს კლუბთან კონტრაქტი გაისად ეწურება. იმ შემთხვევაში, თუ იგი მას არ გაახანგრძლივებს, "ბლაუგრანა" გეგმავს, რომ დემბელე ამ ზაფხულსვე გაყიდოს.

1 თვის წინ
212 / 1
გიო
user
Baqar89 იმედია გაამართლებს
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არტური

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ