"იუვენტუსის" ლეგენდარული პრეზიდენტი გარდაიცვალა

"იუვენტუსის" ლეგენდარული პრეზიდენტი გარდაიცვალა

გუშინ გვიან ღამით "იუვენტუსის" ლეგენდარული პრეზიდენტი, ჯანპიერო ბონიპერტი გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, "იუვეს" ლეგენდას გულის პრობლემები ქონდა.

ჯანპიერომ "ბებერი ქალბატონის" მაისურით 444 შეხვედრა ჩაატარა. ის ძალიან დიდი ნიჭის პატრონი იყო. პელეს თქმით, ბონიპერტი საუკეთესო 125 ფეხბურთელებს შორის თავისუფლად შედიოდა და მისნაირი მოთამაშეები ამ სპორტს უფრო მრავალფეროვანს ხდიდნენ.

იტალიელმა "შავ-თეთრი" მაისურით 188 გოლის გატანა მოახერხა და "ბიანკონერის" ისტორიაში შევიდა.

მან 20 წელი გაატარა თავისი საყვარელი კლუბის, პრეზიდენტის რანგში.

ჯუზეპე ფურინო, რობერტო ბეტეგა, პაოლო როსი, გაეტანო შირეა, ანტონიო ჩაბრინი, მაურო ტარდელი, ფრანკო კაუსიო და დიადი ალესანდრო დელ პიერო - ეს იმ არასრულ ფეხბურთელთა ჩამონათვალია, რომელიც ჯანპიეროს დროს "იუვენტუსის" ღირსებას იცავდნენ.

1 თვის წინ
307 / 1
გიო
user
Baqar89 ძალიან ცუდია ასეთი ამბები
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არტური

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ